The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ხუციშვილი

გივი ხუციშვილი
Date of birth:8 January, 1931
Date of death:1999  (at 67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1954 წელს.

1954-1955წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს, ჯერ ალაზნის სისტემური სამმართველოს ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად, ხოლო შემდეგ თელავის სისტემური სამმართველოს ინსტრუქტორად; 1956 წელს დაინიშნა თელავის სისტემური სამმართველოს უფროსად; 1960 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს წყალთამეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში უფროს ინჟინრად; 1963 წელს არჩეულ იქნა თელავის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1964 წელს დაინიშნა საქართველოს მელიორაციისა და წყალმეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის განყოფილების უფროსად; 1967 წელს გადაყვანილ იქნა ამავე სამინისტროს მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის მმართველად; 1972 წელს დაინიშნა საქართველოს მელიორაციისა და წყალთამეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ალაზანმშენი"-ს მმართველად; 1976 წელს გადაყვანილ იქნა ამავე სამინისტროს საწარმოო-განმკარგულებელი სამმართველო უფროსად; 1982 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის წყალთამეურნეობის სამინისტროს საქართველოს მთავარი საწარმოო-სამშენებლო სამმართველოს "საქმთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილედ, ხოლო აღნიშნული სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ, 1988 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენი"-ს უფროსის მოადგილე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მელიორაციისა და წყალთამეურნეობის სფეროს განვითარების საქმეში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი სისტემების მშენებლობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 328

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
    მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

Share: