The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ბარლიანი

სერგო ბარლიანი
Date of birth:1943
Date of death:1981  (at 38 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

კლდეზე ცოცვისა და ალპინიზმის რთულ ტექნიკას მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით დაეუფლა; მან სხვადასხვა დროს ასვლები განახორციელა მწვერვალებზე აილამა, ცენტრალური შხარა, შტავლერი, ჭაუხი, წურუნგალა, "კომუნიზმის", "კორჟენევსკაიას", მოსკოვის პიკი და ა.შ. 1975 წელს იყო საბჭოთა კავშირის ალპინისტთა ნაკრებში და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა რთული მწვერვალების დაპყრობაში, შეასრულა სპორტის ოსტატის ნორმატივი და მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ოქროსა და ვერცხლის მედლები; იგი ერთად-ერთი ქართველი იყო, რომელმაც ექვსჯერ შედგა ფეხი "შვიდიათასიან" მწვერვალზე, სამჯერ დაიპყრო უმაღლესი მწვერვალი "კომუნიზმის პიკი". არის ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.105

Awards and Honors

  • სსრკ სპორტის ოსტატი

Share: