Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ჯავახიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1991 წელს. აკადემიაში სწავლის პერიოდში მუშაობდა გაერთიანება "სოლანი"-ს მხატვარ-დეკორატორად; 1991-1992წწ. შემოქმედებით საწარმოო გაერთიანება "საქარქფონდი"-ს არქიტექტორად; 1992 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უფროს ლაბორანტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად; 1009-2014წწ. იყო არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბჭოს მდივანი, აგრეთვე "ავლაბრის ფონდის" კოორდინატორი, აღმასრულებელი მდივანი; 2014 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი; არჩეულ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე; 2015 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტთან არსებული "ქალაქმშენებლობის ეკოლოგიის პრობლემების შემსწავლელი სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" მდივან-კოორდინატორი; მისი პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ეკოლოგიური არქიტექტურის პრობლემური საკითხები; მისი ავტორობითა და თანაავტორობით დამუშავებულია მეთოდური მითითებები პროექტირებისა და პრაქტიკული მეცადინეობისათვის; კერძოდ -"ეკოლოგიური საცხოვრებელი კომპლექსი რთულ რელიეფზე", "დედამიწა - კაცობრიობის კოსმიური სახელი" და "ბიოკლიმატური არქიტექტურა"; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები პერიოდულ ბეჭდვით ჟურნალ - გაზეთებში; არის მონაწილე საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების; ქართულ-გერმანული სტუდენტური პროგრამის და ქართულ-გერმანული სამუშაო მეცნიერული სემინარის; ასევე პროგრამის "პირიქითა ხევსურეთის ჰიდროქსელი"; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში და გამოფენაში. კერძოდ - კონკურსში "ქ. თბილისში მდ. მტკვრის ფუნქციურ-გეგმარებითი კონცეფცია" (ავტორთა ჯგუფთან) - II პრემია (1998) და ახალგაზრდა არქიტექტორთა ნამუშევრების გამოფენაში (1998, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი); მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; კერძოდ, სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაში "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება" (2010); ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში (2010-2016); მრავალწლიანი პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 331-332 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |