შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1971 წელს. 1971 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) საინჟინრო გრაფიკის კათედრაზე; აღნიშნულ კათედრაზე მუშაობდა ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად; 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; გადაყვანილ იქნა კათედრის პედაგოგ-დოცენტად; შემდეგ პერიოდში დაამთავრა დოქტორანტურა და არჩეულ იქნა ასოცირებულ პროფესორად; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; არის 61-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის - მონოგრაფიის, მეთოდური მითითებების, სახელმძრვანელოს და სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიების; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 332-333 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |