The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გეგეშიძე

ლევან გეგეშიძე
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1958 წელს.

1958-1959წწ. მუშაობდა შახტა ვინიცკაიაში (უკრაინა) უბნის უფროსად; 1959-1964წწ. ტრესტ "თბილგაზის" კანტორის ოსტატი, მთავარი ინჟინრი; 1964-1971წწ. "საქმთავარგზის" სისტემაში ინჟინერი, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის მთავარი ინჟინრი; 1971-1988წწ. რესპუბლიკური სპეციალიზირებული გამშვებ-გამმართავი სამმართველო "საქორგაზი", სპეცუბნის უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1988-1990წწ. ტრესტი "თბილგაზი", მართველი; 1990-1992წწ. სახელმწიფო დეპარტამენტი "საქგაზი", თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1997წწ. სს "თბილგაზი" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1997-2007წწ. სს "საქორგაზი", ტექნიკური დირექტორი, გენერალური დირექტორი. არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადებების ავტორი, დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, მიღებული აქვს მადლობის სიგელები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.67-68

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

გააზიარე: