The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გელდიაშვილი

გიორგი გელდიაშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1993  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ გორის სასაფლაო
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1944 წელს.

1941-1943წწ. მუშაობდა გორის საშუალო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად; 1943-1944წწ. ტრესტ ხრამჰესმშენის ინჟინერი, ჩრთილოეთ კავკასიაში ბაქსანჰესის აღდგენითი სამუშაოები, ინჟინრი; 1944-1951წწ. ხრამჰეს-1-ის ტექნიკური და სამეწარმეო-ტექნიკური განყოფილებების ინჟინერ-დამპროექტებელი და ინჟინერ-დისპეჩერი; 1951-1955წწ. ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი და ელექტრომექანიკური განყოფილების ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი; 1955-1964წწ. ხრამჰეს-2-ის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, უფროსი; 1964-1973წწ. ენგურჰესის "გვირაბმშენის" სამმართველოს მთავარი ინჟინერი. მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოებით. 

წყარო:  საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 68-69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: