შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ გერმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1956-1957წწ. მუშაობდა სამხრეთ ურალის რკინიგზის ზლატოუსტის საელექტრომავლო დეპოში ელექტრომავლის მემანქანის თანაშემწედ, მემანქანედ; 1957-1971წწ. მრეწველობის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის გორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ექსპერიმენტულ-გაწყობითი სამუშაოების განყოფილების უფროსი; 1971-1973წწ. ტრანსპორტის სამინისტროს გორის N2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი; 1971-1980წწ. "საქმთავარენერგოს ენერგოგასაღების" გორის სარაიონთაშორისო განყოფილების უფროსი; 1980-1992წწ. "საქენერგოს" გორის საქსელო საწარმოს დირექტორი, შიდა ქართლის საქსელო საწარმოს სადისპეჩერო სამსახურის უფროსი; 1992-1998წწ. სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს ელსადგურებისა და ქსელების სახელმწიფო ინსპექციის კავკასიის ზონალური ორგანოს საქსელო საწარმოთა ჯგუფის მთავარი ინჟინერ-ინსპექტორი; 1998-2007წწ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 1959-1964წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრაზე; 1964-1972წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი. საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.69-70
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |