შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა ბურჯალიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 2003 წელს; ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქ. ვაშინგტონში) სამართლის სკოლა, მიიღოო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის დიპლომი. 2003-2004წწ. მუშაობდა საერთაშორისო სამართლის ექსპერტად, ხოლო შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და როგორც კვალიფიციური სპეციალისტი, დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2005 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ქ. ატლანტაში მუშაობდა იურდიულ ფირმაში. ერთი წლის შემდეგ იგი დაბრუნდა ქ. თბილისში და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში. 2009-2012წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.106
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |