The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანატოლი გეწაძე

ანატოლი გეწაძე
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს; მოსკოვის კუიბიშევის სახ. საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1965 წელს.

1949-1955წწ. მუშაობდა ტრესტ ჰიდროენერგომშენში; 1955-1965წწ. ასპირანტურაში სწავლის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ  მოღვაწეობას ჰიდროტექნიკური მშენებლობის წარმოებისა და ორგანიზაციის კათედრაზე; 1965-1990წწ. საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1993-1996წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მშენებლობისა და ჯარების განთავსების მთავარ სამმართველოში საქართველოში განთავსებული ამიერკავკასიის სამხადრო ქალაქების ძირითადი ფონდების მიღება-ჩაბარების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. პერსონალური პენსიონერი. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 70-71

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: