The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე
Date of birth:30 December, 1974  (50 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1994 წელს.

1995 წლიდან მუშაობა დაიწყო შპს "УНО"-ში ინჟინრად; 1996-1998წწ. მუშაობდა შპს "პეიჯინგ აჭარა"-ში მთავარ ინჟინრად; 1999-2005წწ. "ტელეარხი-25"-სა და აჭარის ტელევიზიის ტექნიკურ დირექტორად; 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია "ანაგის" სამუშაოთა მწარმოებლად; 2013 წლიდან მუშაობს ამავე სამშენებლო კომპანიაში ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: მომსახურების სააგენტო და შპს "ანაგის" საწარმოო მეურნეობა ქ. ბათუმში, საბაჟო ტერმინალი დ. ლილოში, გლდანის საცურაო აუზი, იუსტიციის სახლი ქ. მარნეულში, გლდანის სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო კომპლექსი "გალერეა თბილისი", კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 334-335


Share: