შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯანყარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდების, გვირაბებისა და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1969-1973წწ. მუშაობდა ჯერ სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში" უფროს ინჟინრად, შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ინჟინრად; 1973-1977წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ზღვრული წონასწორობის განყოფილების ასპირანტი; 1977-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ინჟინრად; 1974 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის) საინჟინრო მექანიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის კათედრის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე; 1969-1973წწ. მონაწილეობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენისა და ქ. სუმგაითის (აზერბაიჯანი) სარეცხი ფხვნილების ქარხნის პროექტების დამუშავებაში; 2010 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მდგრადობის კვლევაში და ახალი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.335-336
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |