შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა გურიაში დაახლოებით 1880-იან წლებში, რევოლუციური სულით გაჟღენთილი მუშა-მჭედლის ოჯახში. სოფლის სკოლისა და ოზურგეთის ქალთა სასწავლებლის დაწვის შემდეგ, შეუერთდა "მესამე დასს". ცხოვრობდა სხვისი პასპორტით, გამოდიოდა სამხედრო ბეგარის წინააღმდეგ და ოდესის ქართველ მუშებში რევოლუციურ პროპაგანდას აწარმოებდა. ბარბალესძეს ფსევდონიმით გაზეთ "კვალში" ოდესის ქართველი მუშების შესახებ აქვეყნებდა წერილებს. 1897 წელს, როდესაც გაზეთი "კვალი" "მესამე დასს" გადაეცა, ბესარიონ კალანდაძე რედაქციის მუდმივი თანამშრომელი გახდა და ი. გ. წერეთელთან ერთად ამ გამოცემას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, დაახლოებით 1899-1904 წლებში, არალეგალურ რევოლუციურ და პარტიულ წრეებშიც აქტიურად მუშაობდა. 1904 წელს, უკვე სერიოზულად დავადებული ბესარიონ კალანდაძე ჟანდარმერიამ შეიპყრო, ციხეში იგი უფრო დასნეულდა, რის გამოც გაათავისუფლეს კიდეც. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.502
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |