Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო კალანდაძე![]()
Biography1901 წლიდან, თბილისის მუშათა საპირველმაისო დემონსტრაციის დროს, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. დემონსტრაციის შემდეგ, ბათუმში, როშტილდის ქარხანაში ჩამოაყალიბა პარტიული წრეები, სადაც ასევე ავრცელებდა არალეგალურ პარტიულ და რევოლუციურ ლიტერატურას. 1904 წლიდან გადავიდა გურიაში, სადაც შექმნა გლეხთა რევოლუციური წრეები, იწვევდა კრებებს, ავრცელებდა აკრძალულ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა იარაღის გადატანას. 1905 წელს მონაწილეობდა ნასაკირალთან კაზაკებზე თავდასხმაში და პოლკოვნიკ კრილოვის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. 1905 წლის ზაფხულში მუშათა ორგანიზაციები გამოიყვანა მთავრობის წინააღმდეგ, აქტიურად მონაწილეობდა სხვადსხვა სამხედრო დაჯგუფებებში, 1906 წლის ნოემბერში ჭიათურის გზაზე თავდასხმაში, აგრეთვე ქუთაისში, თბილისში ერევნის მოედანზე და კოჯრის გზაზე. რევოლუციურ დავალებათა შესრულების დროს, საჭიროების მიხედვით შესანიშნავად ირგებდა თავადის, ოფიცრის, ვაჭრის, მოსამსახურის, მოხელის, ბურჟუის და სხვა როლებს. ხელმძღვანელობდა ფინეთიდან ბათუმამდე იარაღისა და ასაფეთქებელი მასალის გადატან-გადმოტანას. 1908 წელს დაიჭირეს თბილისში, საკუთარ სახლში თავადი ერისთავის ყალბი პასპორტით, გაასამართლეს 1909 წელს და 6 წლით კატორღა მიუსაჯეს. გარდაიცვალა სარატოვის ციხეში ტუბერკულოზით 1911 წელს. რევოლუციონერი, ორგანიზატორი, პროპაგანდისტ-აგიტატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.503
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |