შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედორე კალანდაძე![]()
ბიოგრაფიაქუთაისის სამეურნეო სასწავლებელში სწავლის დროს გახდა "მესამე დასის" წევრი. 1900 წლიდან მონაწილეობდა გურიის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც ასტრახანში გადაასახლეს. პარტიული განხეთქილების შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს. მუშაობდა როგორც პროპაგანდისტი და აგიტატორი, ასევე წერდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს პარტიულ პრესაში. ასტრახანში პარტიული მუშაობისთვის იჯდა ციხეში, სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე გადასახლებული იყო ოდესაში, სადაც ნავსადგურის ქართველ მუშებთან პარტიულ პროპაგანდას ატარებდა. 1905 წელს დაბრუნდა გურიაში, სადაც დაიწყო დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიულ წრეებში მომუშავე პროპაგანდისტების მომზადება. აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარტიულ გამოსვლებსა და მიტინგებში, ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მის წინააღმდეგ გაილაშქრა ჭოლა ლომთათიძემ. 1905 წელს სოფელ ხიდისთავში, სხვებთან ერთად მოიწვია ბოლშევიკთა კონფერენცია, სადაც დადგინდა - ცალკე ბოლშევიკური წრეების დაარსება და, სადაც შეიძლებოდა მენშევიკური უჯრედების მუშაობის ხელში ჩაგდება. 1906 წელს მუშაობდა თბილისსა და ბაქოში, 1908 წელს მონაწილეობდა მენშევიკების მიერ მოწვეულ კონფერენციაში, სადაც სხვა მონაწილე ბოლშევიკებთან ერთად შეიპყრეს, მაგრამ თავდებით განთავისუფლდა და შვეიცარიაში წავიდა. დაბრუნდა 1912 წელს, 1913 წელს დაიჭირეს და 1908 წლის საქმეზე გაასამართლეს, ციხიდან განთავისუფლდა 1914 წელს. 1916 წელს ისევ დაიჭირეს და სხვებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.504
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |