The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გიგიბერია

გიორგი გიგიბერია
Date of birth:31 January, 1923
Date of death:13 March, 2023  (at 100 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგერტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1953 წელს. 

1960 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში: 1960-1965წწ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1971წწ. ინსტიტუტის ორფაზა სითხეების ჰიდრავლიკის სექტორის ხელმძღვანელი; 1971-1976წწ. ხელმძღვანელობს თბო და ატომური ელსადგურების ჰიდრავლიკური უზრუნველყოფის სექტორს; 1976-1979წწ. მივლინებული იქნა სირიის არაბთა რესპუბლიკაში ქვეყნის წყლის რესურსების დადგენისათვის შექმნილ საკონტრაქტო  ჯგუფში; 1980-1988წწ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1988 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1957). არის 35 გამოქვეყნებული ნაშრომის და 2 გამოკვლევის ავტორი. დაჯილდოებულია მხედრული ორდენითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 76; facebook.com

Awards and Honors

  • 2003 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • ღირსების ორდენი

Share: