The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჯანჯღავა

თენგიზ ჯანჯღავა
Date of birth:8 April, 1948  (77 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს დასწრებული განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს.

1967-1972წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალში ტექნიკოსად; 1972 წლიდან ამავე ინსტიტუტის "ენგურჰესის" პროექტირების განყოფილებაში ინჟინრად; 1973-1975წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") ინდუსტრიული კონსტრუქციების განყოფილების ინჟინრად; 1975-1991წწ. ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების კარკასული შენობების ლაბორატორიაში ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1991-2006წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების კარკასული შენობების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ შპს "თბილზნიეპის" იმავე განყოფილების მეცნიერ -თანამშრომელი 2010 წლამდე; 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით "სამშენებლო კონსტრუქციები" და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2010 წლიდან ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სახით; 2011 წლიდან არის საპროექტო კომპანია "Georgian Hidro Power"-ის საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსი; მონაწილეობდა "ენგურჰესის" მაღლივი თაღოვანი კაშხლის პროექტის დამუშავებაში; აგრეთვე მცირე ჰიდროელექტროსადგურების "ბახვიჰესი-3" და "ალაზანჰესი-2" კომპლექსში შემავალი შენობა-ნაგებობის პროექტების შედგენაში; უშუალოდ მონაწილეობდა მაღლივი (16-18 სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების - "სერია იის-04"- ის დამუშავება-სრულყოფაში, აგრეთვე ახალი იუგოსლავიური მეთოდით, მშენებლობის პირობებში არმატურის დაძაბვით მრავალსართულიანი კარკასული შენობების პროგრესული კონსტრუქციული სისტემის - "სერია 1.120.1-C 89" კვლევაში, დამუშავებასა და დანერგვაში; ავტორია 17 გამოქვეყნებული მეცნიერულ-ტექნიკური ნაშრომის, მათ შორის 9 გამოგონებისა (5 სსრკ საავტორო მოწმობით, 4 საქართველოს პატენტით); 2010-2015წწ. მის მიერ დამუშავებული გამოგონებები "კოშკური ტიპის შეკიდულსართულიანი შენობა და მისი აგების ხერხი" (თანაავტორებთან ერთად) და "სიხისტის გულიანი მრავალსართულიანი შენობა" ქმნიან პერსპექტიულ მიმართულებას მაღლივი (35-50 სართულიანი) სახლების მშენებლობაში; გარდა ასეთი შენობების აგების პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის შეთავაზებისა, გამოგონებებით წარმოდგენილი ორიგინალური კონსტრუქციული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უზრუნვეკლყოფენ მაღლივი შენობების სეისმომედეგობასა და უსაფრთხოებას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 336-337


Share: