შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჯაფარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1959 წელს. 1960-1963წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სამოქალაქო ნაგებობათა პროექტების განყოფილებაში ინჟინერ კონსტრუქტორად; 1964 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს სამინისტრო საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს №7 სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლად; 1965 წელს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშენებლო ტრესტი "მაღლივმშენი" და ის გადაიყვანეს ამ ტრესტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად. აღნიშნული ტრესტის სისტემაში მუშაობდა 1970 წლამდე; 1970-1995წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენი"-ს სისტემაში ჯერ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1981 წელს დაინიშნა სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1996-2004წწ. მუშაობდა საქართველოს რკინიგზის სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "გზამშენი"-ს ქ. ხაშურის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ქ. თბილისის საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში, მონაწილეობდა სასტუმრო "ივერიის" მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულ იქნა ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რკინიგზის შავიზღვისპირა მონაკვეთზე, ასევე ლისის ტბის საბაგირო გზის მშენებლობა; მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სამთავრობო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები და წოდებები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 338-339
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |