Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინა კალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. მუშაობდა თბილისის სტამბაში, სადაც 1902 წლიდან დაუახლოვდა სტამბის რევოლუციურად განწყობილ მუშებს. 1904 წელს დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დაიჭირეს და დააპატიმრეს, განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა ბათუმში როშტილდის ქარხანაში. მონაწილეობდა მიტინგებსა და მუშათა წრეების მუშაობაში. 1904 წლიდან სამტრედიის რაიონში ხელმძღვანელობდა რევოლუციურ და პარტიულ საქმიანობას. 1905 წელს იყო თბილისში დაარსებული პირველი მარქსისტული ლეგალური გაზეთ "სხივის" მბეჭდავი. 1905 წლის 17 დეკემბერს მინა კალაძე თანამებრძოლებთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი და ორგანიზატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.530
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |