The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაჟდენ კალაძე

რაჟდენ კალაძე
Other name:ა-ლაძე  (Pseudonym)
არც მოყვარე არც მტერი  (Pseudonym)
დასელი  (Pseudonym)
მეხაძე  (Pseudonym)
ჟანდენი  (Pseudonym)
რ. კ.  (Pseudonym)
Date of birth:16 July, 1871  (153 years)
Category:Critic, Translator, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის 4 კლასი.

მისი და მისი ძმის, ნესტორის ბინაზე იმართებოდა არალეგალური კრებები. 1897 წელს თბილისში, ივანე როსტომაშვილთან ერთად შექმნა პატარა საგამომცემლო წრე "ახალი მკითხელი", ინტილიგენტთა და მუშათა წრეებში ეწეოდა რევოლუციურ-პოლიტიკურ პროპაგანდას. 1903 წელს, პარტიული განხეთქილების შემდეგ, რაჟდენ კალაძე გახდა ბოლშევიკების ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზატორი. 1905 წელს ხელმძღვანელობდა სამტრედიის რაიონში რევოლუციურ მოძრაობას. მწერლობა დაიწყო ეგნატე ნინოშვილის ხელმძღვანელობით, "ივერიაში"აქვეყნებდა კორესპონდენციებს, 1901 წელს რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა "კვალში". 1907 წლიდან თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1917 წელს იყო ყოველკვირეული ჟურნალის "პირველი ნაბიჯის" რედაქტორ-ხელმძღვანელი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ბოლშევიკურ გაზეთ "ბრძოლას" (1918 წელს დაიხურა), ამის შემდეგ სამი თვე იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი. რაჟდენ კალაძე წერდა პოლიტიკურ-პუბლიცისტური და კრიტიკული შინაარსის წერილებს, ასევე მწერლობისა და ხელოვნების შესახებ. 1900 წელს გაზეთ "ივერიის" №79 ნომერში გამოაქვეყნა პირველი კრიტიკული წერილი "ჩვენ მარქსისტებს", რომელშიც აკრიტიკებდა მარქსისტებს. აღსანიშნავია მისი წერილები: "რევოლუცია და ევოლუცია" ("წყარო", 1908), "ბატონი ანი და მისი ტაქტიკა" ("სამშობლო"), "მუშათა ქართული ჟურნალ-გაზეთების ჩანასახი" და სხვ., დაწერილი აქვს მონოგრაფიებიც. პოლიტიკური საქმიანობის გამო რაჟდენ კალაძე 1901-1902 და 1905 წლებში იჯდა ქუთაისის ციხეში, ხოლო 1920 წელს მეტეხის ციხეში, 1913 წელს გადასახლებული იყო ასტრახანში. 1936 წლის 19 ნოემბერს რაჟდენ კალაძე დააპატიმრეს კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული საქმიანობის ბრალდებით, გასამართლებულ იქნა  1937 წლის 13 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელ სესიაზე, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1960 წლის 13 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. რეპრესირებული. პოეტ კარლო კალაძის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.531; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - "სტალინური სიები საქართველოდან": nplg.gov.ge

Bibliography


Share: