The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა ჯინჭარაძე

კობა ჯინჭარაძე
Date of birth:2 July, 1937  (87 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1960 წელს.

1960 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს საკონსტრუქტორო ბიუროში უფროს ინჟინრად; 1962 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტშიუფროს ინჟინრად; 1964 წელს აირჩიეს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი კოოპერატიული ბინათმშენებლობის თავმჯდომარედ; მისი ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა პირველი 130-ბინიანი საცხოვრებელი სახლი, შემდეგ საცხოვრებელი კორპუსები ბახტრიონისა და ხილიანის ქუჩებზე; 1966-1969წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1970 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "სამშენებლო წარმოების ორგანიზაციისა და მექანიზაციის" კათედრაზე, პედაგოგ-დოცენტის თანამდებობაზე; იყო სტუდენტთა ჯგუფის სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი, 300 სტუდენტის შემადგენლობით კრასნოიარსკის მხარეში; კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალებში ქ. გორში, ქ. სოხუმში და ქ. ცხინვალში, ასევე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული პედაგოგ-დოცენტი; 1994 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, როგორც მიწვეული პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურულ ფაკულტეტზე; ავტორია გამოგონების, რომლის შედეგები დაინერგა ჯერ "ენგურჰესის" მაღლივი თაღოვანი კაშხლის მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ "შამბიჰესის" და "ახურიანჰესის" მშენებლობაზე სომხეთის რესპუბლიკაში; 1975-1976წწ. მიღებული აქვს სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს პრემია და საპატიო სიგელი; 2000 წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტრომ დაამტკიცა და გამოსცა ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კრებული, რომელშიც შეტანილია მისი გამოგონების შედეგები (სნდაწ 2, 06.05-98); ავტორია 4 მეთოდური მითითებისა და 1 სახელმძღვანელოს, 81-მდე სამეცნიერო-ტექნიკური სტატიის, რომლებიც გამოქვეყნებულია პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში; 2000 წელს დააარსა საქართველოს ოფიცერთა კავშირი, რომლის თავმჯდომარედ არის არჩეული; მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება; დაჯილდოებულია 3 სამხედრო მედლით; 2012 წელს მონაწილეობდა მსოფლიო კალიგრაფიის კონკურსში; 2012 წელს გამოცემული აქვს 3 ხელნაწერი წიგნი; 2017-2018წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში "უნივერსი" მოაწყო პერსონალური გამოფენა დევიზით "ავასაუბრე ხის ნაყოფი და ღეროები"; მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სამთავრობო და საუწყებო ჯილდოები, ასევე არაერთი საპატიო სიგელი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 340-341

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (2006-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამვილი წევრი (2008-)

Bibliography


Share: