The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა კალაძე-ბობოხიძე

დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1887  (137 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი.

სწავლობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში და ლადო მესხიშვილის დრამატულ კურსებზე თბილისში (1911-1912).

ერთხანს მამის კერძო სასწავლებელში მასწავლებლობდა, 1912 წლამდე ხშირად მონაწილეობდა მოძრავ თეატრალურ ჯგუფში. არალეგალური პარტიული ორგანიზაციების დავალებით დაუკავშირდა დ. კობახიძის მოძრავ თეატრალურ ჯგუფს და მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სხვადასხვა ადგილებში გამართულ წარმოდგენებში. იმავე დროს, ასრულებდა ბოლშევიკური პარტიის დავალებებს (არალეგალური ლიტერატურის მოზიდვა, სიტყვების წარმოთქმა, რევოლუციური შინაარსის დეკლამაცია), ამის გამო იდევნებოდა პოლიციის მიერ. 1920 წელს, მოძრავი თეატრალური დასის დევნის გამო გადასახლდა მოსკოვში, მუშაობდა მეიერჰოლდის თეატრში. 1921-1923 წლებში იყო თბილისის რევოლუციური თეატრის წევრი, 1923-1929 წლებში მუშაობდა პროლეტარული კულტურის წითელი თეატრში, 1929-1937 წლებში კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკოლმეურნეო მოძრავ თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქრისტინე და მარიკა ("ქრისტინე"), მაშო და ნარგიზა ("ციმბირელი"), ნატო ("მსხვერპლი"), მადლენა ("ჟანა და მადლენა"), ნინო ("არსენა"), ჟოზეფი ("პარიზელი ბიჭი"), კახი ("პატარა კახი"), ვანო ("№21 ჯვრით"), ირინე ("ირინეს ბედნიერება"), კლარა (ვერჰარნის "რიჟრაჟი") და სხვ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.524


გააზიარე: