შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი წულუკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბერლინი, გერმანია. დაამთავრა სამედიცინო უნივესიტეტი გერმანიაში. დაიბადა ქრისტინე თოდუა-წულუკიძისა და მიხეილ წულუკიძის ოჯახში. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ძალების მიერ გავლენის სფეროებად დაყოფილ ბერლინში ქრისტინე წულუკიძის ბინა და სამედიცინო პრაქტიკა საბჭოთა სექტორში მოექცა. წულუკიძეების ოჯახი ბერლინიდან არ წავიდა და ქრისტინე შვილთან, გოგი წულუკიძესთან ერთად ბოლომდე იქ დარჩა. ის თავისი დროის საკმაოდ წარმატებული ექიმი იყო. რუსული ენის მცოდნე ექიმები საბჭოთა ხელისუფლებას სჭირდებოდა და, რამდენადაც წულუკიძეების ოჯახი ანტისაბჭოთა პოლიტიკური მუშაობით ამ პერიოდისთვის არ გამოირჩეოდა, მათ შეეძლოთ, მეტ-ნაკლებად მშვიდად გაეგრძელებინათ ცხოვრება ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში. ქრისტინე და გოგი წულუკიძეებთან საბჭოთა პერიოდში არაერთი ქართველი მკურნალობდა და იღებდა სამედიცინო რჩევებს. ზოგადად მათი სახლის კარი ღია იყო იმ ქართველებისთვის, რომლებიც XX საუკუნის 60-70-იან წლებში აღმოსავლეთ ბერლინს ესტუმრებოდნენ ხოლმე. საქართველოში ექიმი გოგი წულუკიძე არასდროს ყოფილა, თუმცა ის მშობლების დამსახურებით ქართულს საკმაოდ გამართულად ფლობდა. გოგი წულუკიძემ უპატრონა დედ-მამის მემკვიდრეობას და შეინახა წერილები, ჩანაწერები და მოგონებები. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი გერმანიაში. წყარო: ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი / ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე.-თბ.,2019.-224გვ. (scribd.com)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |