The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გიგინეიშვილი

ზურაბ გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:1950
გარდაცვ. თარიღი:2012  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობთ-ელექტრული ქსელები და სისტემები 1972 წელს.

1972-1978წწ. ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1978-1996წწ. მუშაობს ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის"; 1978-1979წწ. N8 მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებელი; 1979-1992წწ.  N54 მექანიზებულ კოლონაში უფროსის მოადგილე; 1992-1996წწ. N54 მექანიზებული კოლონის ბაზაზე შექმნილი ფირმა  "საქქვესადგურმშენის" გენერალური დირექტორი; 1996-2003წწ. სს "საქქვესადგურმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1990-2003წწ. მისი ხელმძღვანელობით აღდგენილ იქნა საქართველოში სტიქიის დივერსიის და სხვა მიზეზების შედეგად დაზიანებულ ობიექტები; 2003-2012წწ. შპს "ენიმპექსის" დირექტორი. რუსეთში ენერგეტიკული ობიექტების წარმატებული მშენებლობისთვის მიღებული აქვს რუსეთის საპატიო ენერგეტიკოსის წოდება (2001). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2011, მოსკოვი).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.77


გააზიარე: