შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიტე ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დარჩელი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ქ. სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი ტექნიკოს-მშენებლის კვალიფიკაციით 1950 წელს. 1950 წელს მუშაობა დაიწყო ქ. სოჭის "მთავარკურორტვაჭრობის" საბჭოთა მეურნეობის ტრესტის №5 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ბიჭვინთის უბანზე მშენებელ ოსტატად; 1951 წელს გადაყვანილ იქნა ქ. სოჭის "მთავარკურორტვაჭრობის" საბჭოთა მეურნეობის ტრესტის გაგრის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობაში, ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინრის თანამდებობაზე; 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს ქ. გაგრის ტერიტორიული საბჭოს "გაგრკურორტსაბჭოს" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების სამუშაოთა მწარმოებლად; 1955 წლიდან დასასვენებელ სახლ "ВЦСПС"-ის სამუშაოთა მწარმოებლად; 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №6 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის გაგრის №2 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1964წწ. სამუშაოსგან მოუწყვეტლად სწავლობდა ქ. როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლეის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით; 1962 წელს დაინიშნა "აფხაზკურორტსაბჭოს" გაგრის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე; 1965 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №6 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის გაგრის №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1965 წლის ბოლოს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1969 წელს დაინიშნა იმავე ტრესტის მმართველად; აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1973 წლამდე; 1973 წელს არჩეულ იქნა გაგრის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და დაინიშნა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1974 წელს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1976 წლის ბოლომდე; 1977 წელს საქართველოს კპ გაგრის საქალაქო კომიტეტის გადაწყვეტილებით გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №16 სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენი"-ს (ყოფილი "ბიჭვინთმშენის"-ს) ბზიფის რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერიმენტალური ქარხნის დირექტორად; 1980 წელს დაინიშნა სამონტაჟო-საექსპლუატაციო სამმართველო "გაგრაგაზი"-ს დირექტორად; 1981 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო ტრესტის №8 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, სადაც მუშაობდა 1985 წლამდე; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მრავალი მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას ქ. გაგრასა და გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე, როგორებიცაა: ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსი 3000 ადგილზე, სსრკ კინომატოგრაფისტთა კავშირისა და მწერალთა კავშირის შემოქმედებითი დასასვენებელი სახლები დაბა ბიჭვინთაში, სსრკ კომპარტიის ცკ საქმეთა მმართველობის დასასვენებელი სახლი "მზიური" 500 ადგილზე და არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლი 250 ადგილზე გაგრაში, ქ. გაგრის სამრეწველო ზონის ობიექტები - ხორცკომბინატი და რძის ქარხანა, პურის ქარხანა დ. ბიჭვინთაში და სხვა; ხელმძღვანელობდა და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის კომპლექსური განაშენიანების საქმეში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მაღლივი (16 და 18 სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-004) ათვისება და დანერგვა; იყო გაგრის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 342-343 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |