შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გირკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გზათა მიმოსვლის ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1960 წელს მუშაობდა კუიბიშევის რკინიგზის სადგურ კუნელში მორიგე ელექტროტექნიკოსად; 1960-1962წწ. კუიბიშევის რკინიგზის ტურგენევკის წევის ქვესადგურში მორიგე ელექტრომექანიკოსად, უფროს ელექტრომექანიკოსა და შემდეგ ქვესადგურის უფროსად; 1963-1965წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსი; 1965-1967წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსი რევიზორი; 1967-1973წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1976-1979წწ. თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1979-1982წწ. თბილისი ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს უფროსი; 1982-1983წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის მთავარი ინჟინერი. დაჯილდოებულია მედლით "ნაყოფიერი მუშაობისთვის" და საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.79 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |