The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გლურჯიძე

ალექსანდრე გლურჯიძე
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1948  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ოდესის ინჟინერთა უმაღლესი სასწავლებელი.

საქართველოს პროფესიონალ ინჟინერთა პირველი პლეადის ერთ-ერთი წარმომადგენელი. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა თბოელექტროსადგურების და მაღალი ძაბვის ქსელების პროექტირებაში, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში. რევოლუციამდე რამდენიმე წელი მუშაობდა სტამბოლში. მის სახელს უკავშირდება მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს წარმატებები იმ დროისთვის დიდი სიმძლავრის ჰესებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების მშენებლობა-ამოქმედება. წლების განმავლობაში იყო აბაშის ჰესის მთავარი ინჟინერი. ხელმძღვანელობდა საქენერგოსა და საქელექტროქსელმშენის განყოფილებებს.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 79


გააზიარე: