შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გობეჩია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი სპეციალობით-სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობები 1959 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის 1968 წელს. 1958-1959წწ. მუშაობდა "თბილკანალტრესტში"მუშად; 1959-1960წწ. თბილისის საავიაციო ქარხანაში საფრენი აპარატების ელექტრომოწყობილებების კონსტრუქტორად; 1960-1980წწ. "თბილგაზის" ოსტატი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, სამსახურის უფროსი, ცენტრალური აპარატის განყოფილების უფროსი; 1980-1997წწ. "საქმთავარგაზის" სისტემაში შრომის მეცნიერული ორგანიზაციის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე, კოროზიისგან დაცვისა და მთავარი ენერგოტიკოსის სამმართველოს უფროსი; 1997-1998წწ. "საქანტიკორში" უფროსის მოადგილე, "თბილგაზში" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 1998-2005წწ. "თბილმიწისქვეშალითონდაცვის" სამართველოს უფროსი; 1973-1976წწ. და 1981-1983წწ. მივლინებული იყო ირანში სამშენებლო კომბინატების მშენებლობებზე ავტომატური სისტემების მონტაჟის ინჟინრად, მთავარ ინჟინრად. დაჯილდოებულია ირანში საბჭოთა საელჩოს სიგელით. არის 4 გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.80 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |