The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი გოგიშვილი

Date of birth:31 July, 1949  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1972 წელს, სწავლება ენერგეტიკის მენეჯმენტში (SIA-ის ორგანიზებით) 2004 წელს.

1972-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს ფილიალის პერსპრქტიული განვითარების და დაგეგმარების განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად; 1978-1997წწ. "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი ინჟინერი, უფროსის მოადგილე; 1997 წელს სს "ელექტროგადაცემის" ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 1997-2003წწ. საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი; 2003-2007წწ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2007 წლიდან მუშაობს შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცია"-ში პროცედორულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელად. 1993 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის ალმა-ატის ფილიალში; 1979-1991წწ. იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული ქსელების და სისტემების სპეციალობის სტუდენტების დიპლომის ხელძღვანელი. არის ორი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.82


Share: