Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ გოგიჩაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკისის კვალიფიკაციით 1948 წელს. 1948-1951წწ. მონაწილეობდა ქ. სევასტოპოლის ზღვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებში; 1954 წლიდან მუშაობდა ინსტიტნტუტ "თბილჰიდროპროექტ"-ში; 1969 წელს დაინიშნა წყალთა მეურნეობის, ენერგეტიკისა და ჰიდრომექანიკის განყოფილების უფროსად. უშუალოდ მონაწილეობდა ხრამჰეს-2-ის, სიონჰესის, დარიალჰესის, ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის, ნახვანჰესის კასკადის, ენგურჰესის, ხუდონჰესის, ვარციხეჰესების დაგეგმარებაში, წყლით მომარაგების საკითხებში; მდინარეების ცხენისწყლის, ენგურის, ალაზნის, კოდორის, ბზიფის ენერგეტიკული და კომპლექსური გამოყენების სქემების შემუშავებაში. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სტატია. 1978 წელს ენგურჰესის პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.83-84 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |