The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გელდიაშვილი

გიორგი გელდიაშვილი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1978  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ გორის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს.

1933-1934წწ. მუშაობდა ქარელის რაიონის სოფელ რუისის ამბულატორიის გამგედ; 1934-1936წწ. გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, იყო სამხედრო ნაწილის ექიმი; 1936-1940წწ. გორის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1940-1945წწ. სამედიცინო ნაწილის წამყვანი ქირურგი; 1945-1974წწ. გორის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. ის იყო პირველი ქირურგი საქართველოში, რომელმაც ცოცხალ გულს (გულის მუშაობის პროცესში) ნაკერი დაადო; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1968). უმაღლესი კადეგორიის ქირურგი. დაჯილდოებული იყო მრავალი სახელმწიფო მედლითა და ორდენით.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: