The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა ანთაძე

ცისანა ანთაძე
დაბადების თარიღი:1940  (85 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტუტუტი მათემატიკის სპეციალობით. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "სათავეებთან" (თანაავტორია, 1968), "ლექსები"( 1978), "ბილიკ-ბილიკ" (1974), "მზეო მაღალო" (1978), "ლამაზი სიზმარი" (1982), "მოეფერეთ შემოდგომის ჩიტებს" (1990), "რჩეული" (2000), "აღსარება" (2014). ავტორია მონოგრაფიებისა: "ღვაწლით გალამაზებული სიცოცხლე" (2011), "სავსე ქართული პატიოსნებით" (2010), "ადამიანი" (2012), "სიტყვა ლამარა ბოლქვაძეზე", "ღირსეული", "ნური ვერძაძე", "ანა" (ანიკო დუმბაძე, 2003). ქართულ პერიოდულ პრესასა და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიცისტური წერილი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ვლადიმერ ვისოცკისა და ტარიელ ცხვარაძის ლექსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გამომცემლობა "საბჭოთა აჭარაში", "რესპუბლიკურ საბავშვო ბიბლიოთეკაში", აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროში; 2004-2012წწ. უძღვებოდა გაზეთ "აჭარა P.S"-ის ლიტერატურულ რუბრიკას; რედაქტორია 20-ზე მეტი წიგნისა, არის ჟურნალ "ჭოროხისა" და გაზეთ "აჭარა P.S"-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (შემოქმედებით საქმიანობაში მიღებული წარმატებისთვის), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სიგელით (ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის), მიღებული აქვს "ქართული კულტურის ამაგდარის წოდება" (ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირი), წმინდა მესროპ-მაშტოცის სამახსოვლო მედალი (საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ "ჰაიოს-ქართლოსის" გადაწყვეტილებით, სომხეთ-საქართველოს მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, თავმჯდომარე (1996-2004)
  • აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი (1991-1996)
  • აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მუდმივი კომისია, თავმჯდომარე (1991-1996)
  • ფაზისის აკადემია, ნამდვილი წევრი (2016-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ფრიდონ ხალვაშის სახელობის პრემია
    აღსარება : კრებული / ცისანა ანთაძე.-ბათუმი : ს.ს. "გამომცემლობა აჭარა", 2014.-240გვ.
  • დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
    მონოგრაფიისათვის "სიტყვა ლამარა ბოლქვაძეზე"
  • ანა კალანდაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: