შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გოგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით "ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა" 1955 წელს. 1955-1957წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჭაბურღილების ბურღვისა და ნავთობის ძიების კათედრა, ლაბორანტი; 1957-2008წწ. მუშაობდა "საქნავთობის" სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: კადრების, შრომის და ხელფასის განყოფილებაში ინჟინრად, საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ, მთავარ ტექნოლოგად, მომარაგების განყოფილების უფროსად, გეოლოგიურ-საძიებო კანტორის დირექტორის მოადგილედ, ნავთობგაზძიების სამმართველოს საწარმოო ტექნიკური გნყოფილების ინჟინრად, "თელეთის ნავთობის კომპანიის" ინჟინრა. მიენიჭა საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის წოდება და გადაეცა სამკერდე ნიშანი (1984). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.84 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |