The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბობოხიძე

მიხეილ ბობოხიძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 2020  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორდი, ხონის რაიონი.

დაამთავრა სოფელ გორდას ვეტერინარული ტექნიკუმის ვეტერინარიის ფაკულტეტი 1949 წელს; ქუთაისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1957 წელს.

1949 წელს მუშაობა განაგრძო ქუთაისის ვეტ-სამკურნალოში ვეტ-ფერშლად; 1957-1960წწ. მუშაობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის კოლმეურნეობის მთავარი აგრონომის პოზიციაზე; 1960 წლიდან ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნერ-მუშაკად, შემდეგ უფროს მეცნიერ-მუშაკად და ბოლოს ეროზიის განყოფილების გამგედ; 1988-1989წწ. ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დანერგვის მიზნით კვლევის ჩასატარებლად მივლინებულ იქნა კუბის რესპუბლიკაში; 2006 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიანიჭა უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება; 2007 წელს გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის - "ციტრუსოვანი კულტურები იმერეთის რეგიონში"; 2011 წელს მუშაობდა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარულ ფაკულტეტზე სპეციალისტად; სოფლის მეურნეობაში, ნაყოფიერი მუშაობისთვის მისი საქმიანობა აღინიშნა საქართველოს და საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ მრავალი საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით. იყო სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მრავლგზის მონაწილე. მიღებული აქვს აფხაზეთის ა/რ დამსახურებული აგრონომის წოდება. 60 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორი; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "რიგთაშორისებში ნიადაგის დამუშავების ღონისძიებათა დადგენა აფხაზეთის ა/რ-ში ძლიერ ეროზირებულ ფერდობებზე გაშვებულ მანდარინის ბაღებში", დაიცვა 1979 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიური მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1984-1996)
  • საქართველოს ეკოლოგიური მეცნიერებათა აკადემია, ასოცირებული წევრი (1996-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: