The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ გოგოლაძე

ნუნუ გოგოლაძე
ოფიციალური სახელი:ნინა გოგოლაძე
დაბადების თარიღი:1933  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1957წწ. მუშაობდა ტყვარჩელსრესში და რიონჰესში; 1957-1965წწ. საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" . მისი უშუალო მონაწილეობი დამუშავდა მრავალი ენერგოობიექტის სარელეო დაცვის და სახაზო ავტომატიკის პროექტი; 1965-1969წწ. "ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეჩერო სამმართველო", სარელეო დაცვის და ავტომატიკის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1969-1992წწ. ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილებაში ენერგოსისტემის დისპეჩერულ-ტექნოლოგიური მართვის დაპროექტების ჯგუფის ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი და პროექტის მთავარი ინჟინერი; 1992-1996წწ. "საქენერგოს"პერსპექტიული განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1996-2004წწ. "საქენერგოს" "ელექტროდისპეჩერიზაცია 2000"-ის პერსპექტიული განვითრების სამსახურის წამყვანი ინჟინერი. დაჯილდოებულია მრავალი სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.85-86

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: