შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოფე გვარლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1959 წელს დანიშნეს მესტიის სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" თავმჯდომარედ. მის სახელთან არის დაკავშირებული მესტიის რაიონში სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" აღორძინება, მან შექმნა ადგილობრივი მოსახლეობიდან სპორტული ჯგუფები, სისტემატურად ატარებდა შეჯიბრებებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა დაოსტატებაზე. 1964 წელს სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" სპორტული ჯგუფი მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით, რომელშიაც შედიოდნენ მხოლოდ ადგილობრივი მთამსვლელები, მწვერვალ უშბაზე ე. წ. "უშბის სარკის" ტრავერსით ავიდნენ და ოქროს მედლები დაიმსახურეს. 1970 წელს როგორც გამოცდილი მუშაკი, დაინიშნა მესტიის რაიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ, სადაც გამოავლინა კარგი ორგანიზატორული ნიჭი და წინ წასწია რაიონში სპორტული მუშაობა. 1975-1993წწ. დანიშნეს მესტიის რაიონში არსებული ტურისტული ბაზების დირექტორად, სადაც იმოღვაწა და თავის უნარი და გამოცდილება ამ საქმიანობას ერთგულად მოახმარა. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |