შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ფაღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1958 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) საინჟინრო-საექსპლუატაციო ფაკულტეტი 1980 წელს. 1958 წელს, სასწავლებლის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური სევასტოპოლში, სამხედრო-საზღვაო ფლოტში მოიხადა; მისი მთელი ცხოვრება ზღვასა და ზღვაში საქმიანობას, თევზჭერასა და ზღვაოსნობას, საზღვაო-სანავსადგურო საქმიანობას უკავშირდება; 1962 წლიდან იგი ჯერ აჭარის თევზჭერის სამმართველოს ტრაულერების, 1965 წლიდან კი ოდესაში ბაზირებული შავი ზღვის სანაოსნოს მშრალტვირთა ხომალდების კაპიტნის მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ ცურავდა; 1968 წელს უკვე გამოცდილი შტურმანი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და კაპიტნის თანაშემწედ საქმიანობა ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემებზე განაგრძო; 1975 წელს, სსრკ საზღვაო ტრანსპორტის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით შორეული ნაოსნობის კაპიტნად დამტკიცებული თენგიზ ფაღავა, საქართველოს სანაოსნოს სხვადასხვა გემის ეკიპაჟს მეთაურობდა; ცურავდა ტანკერებზე: «Боржоми», «Гори», «Кутаиси», «Форе Мосулишвили» და სხვა. მან 1980 წელს ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის დაუსწრებლად დაამთავრების შემდგომ შრომითი საქმიანობა ნაპირზე განაგრძო; 1990-1996წწ. იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სამაშველო ცენტრს ხელმძღვანელობდა; 1996-2005წწ. დამსახურებულ პენსიაზე გასვლამდე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის სანავსადგურო ფლოტის კაპიტან-დამრიგებლის მოვალეობებს ასრულებდა. თ. ფაღავას ხსოვნის საპატივსაცემოდ ნავსადგურის აკვატორიაში მუშაობს საზღვაო ბუქსირი წარწერით - "კაპიტანი თენგიზ ფაღავა". შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |