შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბასილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქოსოფელი, ქედის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა, ლიტერატურისა და გერმანული ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1963 წელს. სტუდენტობის დროს იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიანტი. წლების განმავლობაში მუშაობდა რუსულის და გერმანული ენა - ლიტერატურის მასწავლებლად ხულოს რაიონის (ამჟამად შუახევის) სოფელ ინწკირვეთის საშუალო სკოლაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითის, ხელვაჩაურის რაიონის ურეხისა და ინ ჯალოს, ქობულეთის რაიონის სახალვაშოს სკოლებში; 1969-1970წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში პედაგოგიკა - ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებლად, 1973-1975წწ. იყო საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის პედაგოგიკის მეთოდისტი; 1976-1979წწ. აჭარის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის პედაგოგიკის მეთოდური კაბინეტის გამგე; 1979-2018წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს 30 წიგნი, მათ შორის 12 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 5 თარგმნილი ლიტერატურა, 300- ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილი, სტატია, რეცენზია. მისი კვლევის ძირითადი ობიექტია აღზრდის თეორია, ქართული პედაგოგიკის ისტორია და XX საუკუნის დიდი უკრაინელი პედაგოგის ვასილ სუხომლინის პედაგოგიკური მემკვიდრეობა, 5 მონოგრაფია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი ავტორია წიგნებისა: "სუხომლინსკის პედაგოგიური სისტემა და თანამედროვეობა", "ჰუმანიზმის აღზრდის პრობლემები ვ. ა. სუხომლინსკის პედაგოგიურ მემკვიდრეობაში", "სკოლამდელი აღზრდის განვითარება აჭარაში" (1921-1981), "ჰუმანიზმის პედაგოგიკა", "ქართული პედაგოგიკის ისტორია", "ერისა და ქვეყნის მსახურნი" და სხვა. ასევე გამოცემული აქვს მონოგრაფიები ილია ჭაჭავაძისა და ნოდარ დუმბაძის პედაგოგიურ შეხედულებებზე; ავტორია გამოკვლევებისა რაბინდრანათ თაგორის, იანუშ კორჩაკის, სენტ-ეგზიუპერის, ანტონ მაკარენკოს, ლევ ტოლსტოის, დიმიტრი უზნაძის, მემედ აბაშიძისა და სხვათა პედაგოგიკურ მემკვიდრეობებზე. ნოდარ ბასილაძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა. მის მიერ თარგმნილია ვ. სუხომლინსკის "წერილები ვაჟიშვილს (1996), "ძნელად აღსაზრდელი ბავშვები" (2019), იუმორისტული მოთხრობების კრებული გერმანულიდან - "მუსიკა მეზობლის ოთახიდან" (2008), მოთხრობების კრებული "პატიოსანი სიტყვა" (2014). გამოიცა მისი ლექსთა კრებული "გულის კარნახით". მიღებული აქვს ვასილ სუხომლინსკის სამკერდე ნიშანი. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.15 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |