The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ღვინეფაძე

ნანა ღვინეფაძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2020  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ნანა ღვინეფაძეს ეკუთვნის ასობით რეცენზია ქართული თეატრის სპექტაკლებზე, უცხოეთიდან თბილისში საგასტროლოდ ჩამოსულ ცნობილ თეატრალურ დასებზე, ქართულ მწერლობაზე, ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, მხატვრობასა, თუ კინემატოგრაფზე. ქართულ პერიოდიკაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ნარკვევები 1974 წელს კრებულად გამოიცა. ჟურნალისტის პუბლიცისტურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნარკვევების ციკლს 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის დროს, მე-11 არმიის წინააღმდეგ მებრძოლი მოწყალების დის, მარო მაყაშვილის შესახებ. ეს ნარკვევები გაერთიანდა წიგნში "შარავანდედი", რომლითაც მან შთამომავლობას მარო მაყაშვილის სახელი სამუდამოდ შემოუნახა. მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ოქროს ფრთა", საქართველოს რესპუბლიკის ჯილდო "ოქროს რტო". თეატრმცოდნე.

წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი "კვირა":  kvira.ge1tv.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი
  • დავით კლდიაშვილის სახელობის მედალი
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია

  • შარავანდედი : მარო მაყაშვილის ხატი სხვადასხვა შუქ-ჩრდილში (ავტორი). - თბილისი, პეგასი, 2009. - 160გვ.
  • ერგასი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 118გვ.
  • გზადაგზა : ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1974. - 151გვ.
  • ეფრო კლდიაშვილი : მონოგრაფიული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1958. - 52გვ.

გააზიარე: