შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გობრონ აგარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი. დაამთავრა ტფილისის მე-5 გიმნაზია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი; სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. მამამისი მღვდელი იყო, ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. პირველი ლექსი 1919 წელს დაიბეჭდა გაზეთ "საქართველოში"; 1920 წელს გამოვიდა გობრონ აგარელისა და ტერენტი გრანელის პირველი წიგნი "პანაშვიდები"; 1922-1930წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1930-1951წწ. საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობაში; მისი შვილიც, გივი ციცქიშვილიც პოეტი გახლდათ. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.369 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |