The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგო ავსაჯანიშვილი

თენგო ავსაჯანიშვილი
დაბადების თარიღი:1970
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 2024  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორისციხე, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი.

მისი პირველი ლექსები იბეჭდებოდა 80-იან წლებში რაიონულ გაზეთ "დარიალში"; 1990 წელს კი დაიბეჭდა გაზეთ "ქართულ ფილმში", შემდეგ გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" და ჟურნალ "ანეულში"; არის ოთხი წიგნის ავტორი: "მელოდეთ" (1998), "სიკვდილს რომ შევეუღლები" (2000), "მე+შენ" (2003), "აქ და იქ" (2016).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.11

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: