შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგი გომელაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1938 წელს; ასპირანტურა 1945 წელს. 1938-1940წწ. მუშაობდა თბილელექტროცენტრალში სატურბინო საამქროს უფროსად; 1947-1965წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის თბოენერგეტიკის განყოფილების გამგედ; 1953-1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის კვლევითი ატომური რეაქტორის მშენებლობის ხელმძღვანელად; 1965-1970წწ. იყო სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტებში მის მიერ დაარსებული თბური ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1965 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული თბოტექნიკის კათედრის პროფესორი; 1976-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1995წწ. მართვის ინსტიტუტში ენერგეტიკის პრობლემების განყოფილების გამგე; 1987 წელს სახელმწიფო მართვის სისტემების დირექტორის მრჩეველი. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა ქართველ თბოტექნიკოსთა მრავალი თაობა. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ საქმიანობას. დაჯილდოებული იყო მთავრობის ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.87-88 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |