შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაღათერ არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაწმაო, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. პარალელურად სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში კონსტრუქტორად; 1985 წლიდან იყო ჟურნალ "ნობათის" რედაქტორი და ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგე, შემდეგში კი რედაქტორი; გამოცემული აქვს ლექსების, თარგმანებისა და პუბლიციტური წერილების ცამეტი წიგნი. მისი ლექსები თაგმნილია ესპანურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, ბულგარულ, სომხურ, უნგრულ, უზბეკურ, აზრბაიჯანულ ენებზე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.21-22; არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა: armuri.georgianforum.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |