The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შაბურა არაბული

შაბურა არაბული
დაბადების თარიღი:1952
გარდაცვ. თარიღი:2003  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჯუთა, ყაზბეგი
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუთა, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს ფილოლოგიის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯუთაში დაბრუნდა და ერთი წელი ყაზბეგის სკოლა-ინტერნატში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1996 წელს კვლავ თბილისში დაბრუნდა, მაგრამ თავისი პროფესიის შესატყვისი სამსახური მას აღარ ჰქონია; მის საფლავის ქვაზე ორი სტრიქონია ამოკვეთილი მისივე ლექსიდან: "მივალ... წავედი, ჯვარი გეწეროთ, ჩემო მთებო და ჩემო ნისლებო!"; გამოცემულია მისი კრებულები: "ლექსები" (1978), "იმედის ვარსკვლავები" (1996), "უღელტეხილი" (2005).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.24

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: