The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ არჩვაძე

ზურაბ არჩვაძე
დაბადების თარიღი:1957  (68 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980 წლიდან მუშაობს ქუთაისის პედინსტიტუტში; არის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; გამოცემული აქვს ლექსების სამი კრებული, ცხრა მონოგრაფია, დამხმარე სახელმძღვანელოები და ორი ქრესტომათია, ასევე ლექსად დაწერილი ტრაგედიები: "ფედრა ანუ სამთა ტრაგედია" და "დემნა ანუ მუდმივი დევნა"; ძირითადად თარგმნის ფრანგული, რუსული და გერმანული ენებიდან. საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "მონტესკიე და ქართული მწერლობა", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.26-27

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: