შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილიმონ კარბელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1859 წელს. 1860 წელს მღვდლად კურთხევის შემდეგ, ფილიმონი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა. ცნობილია, რომ ფილიმონის მიერ აღვლენილ მსახურებაზე, სადაც უმცროსი ძმებიც გალობდნენ, მრევლი სამთავისის მეზობელი სოფლებიდანაც ჩამოდიოდა. ფილიმონს გლეხის ბავშვებისთვის სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც საქართველოს ისტორიას, გალობას, წერა-კითხვასა და ანგარიშს ასწავლიდა. იგი ქადაგების, გალობისა და პედაგოგობის საოცარი უნარით გამოირჩეოდა, რის გამოც მას "სანიმუშოს" უწოდებდნენ. იგი წერდა გალობისა და სამღვდელოების შესახებ, ნოტებზე გადაიღო ერთხმიანი ქართული ერთხმიანი ქართული საეკლესიო გალობა "მწუხრი" (რედაქცია მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა, ტფ., 1907), რომელიც ტფილისის სასულიერო სემინარიის მიერ დაარსებულმა კომისიამ მოიწონა, სკოლებში გალობის სწავლა ამ სახელმძღვანელოთი მიმდინარეობდა. ფილიმონი კარბელაშვილი 1879 წელს ნაადრევად გარდაიცვალა. მგალობელი. მღვდელ გრიგოლ კარბელაშვილის უფროსი ვაჟი. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ კი ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე 6 სექტემბერი დააწესა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 562; orthodoxy.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |