შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კარბელაშვილი![]()
ბიოგრაფიაგრიგოლ კარბელაშვილის დიდი ძალისხმევით, 1860 წლიდან ქართული გალობა აღორძინდა. 1861-1863 წლებში წმინდა ნინოს ბოდბის მონასტერში ასწავლიდა გალობას სიღნაღის მაზრის დიაკვნებს და ყველას, ვისაც გალობის შესწავლის სურვილი ჰქონდა, 1864-1872 წლებში ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში. 1872-1882 წლებში გალობის შესწავლა შეჩერებული იყო, ("რაც ბერიკაცი გრიგოლ კარბელაშვილი არ არის, ქართული გალობაც გაქრაო"), ვიდრე მისმა შვილებმა - პოლიევქტოსმა და ვასილმა, ამ საქმეს ხელი არ მოკიდეს. გრიგოლმა თავის შვილებს მრავალი საგალობელი შეასწავლა, რომელიც შემდეგში ცნობილ იქნა, როგორც "კარბელაანთ კილო". მგალობელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.555; orthodoxy.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |