შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გოქსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1965 წელს. 1959-1965წწ. კინოსტუდია ქართული ფილმი, ინჟინერ-მშენებელი; 1969-1978წწ. ტრესტ "ჩირკეიჰესმშენის" კაშხლის სამშენებლო სამმართველოს ოსტატი, უბნის უფროსი; 1976-1979წწ. საიანო-შუშენსკოეს ჰესის კაშხლის მშენებელი; 1979-1982წწ. ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხოაბინის ჰიდროკვანძის მშენებლობის ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი; 1982-1986წწ. ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" რკინაბეტონის ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1986-2000წწ. ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, მონაწილეობდა ხუსონჰესის კაშხლის მშენებლობაში; 2002-2003წწ. ხადოეჰესის სათავე ნაგებობების მშენებლობის უფროსი; 2003 წელს მესტიის აეროპორტის მშენებლობის უფროსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.89 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |