The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გოჩიტაშვილი

თეიმურაზ გოჩიტაშვილი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილ: სოფელი ბოდბე, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-ელექტრომექნიკოსის სპეციალობით 1969 წელს; ოქსფორდის ნავთობისა და ენერგეტიკული კვლევების კოლეჯი 1997 წელს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში, მეცნიერ-თანამშრომლად; 1979-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); 1996-2000წწ. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი; 2000-2006წწ. ენერგოეფექტუროიბის ცენტრი  "საქართველო", სამეცნიერო კოორდინატორი; 2001-2002წწ. სს "თბილგაზი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;  2003-20066წწ. შპს "ჯეოინჟინირინგი", დირექტორი ტექნოლოგიებისა და განვითარების დარგში; 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში: 2001-2006წწ. ექსპერტ-კონსულტანტი, 2007-2013წწ. დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, მრჩეველი, დირექტორი კომერციულ საკითხებში, 2013 წლიდან სტრატეგიული განვითარებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. თ. გოჩიტაშვილი მონაწილეობდა TACS - ისა და OPET-ის, აშშ USAID-ის, UNDP-ის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებში. იყო ევროგაერთიანების თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ხელმძღვანელობდა მილსადენის ტრანსპორტირებასა და სედიმენტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს. 2000 წელს მიწვეული იყო ჰიუსტონის (აშშ) უნივერსიტეტში, სადაც სატრანზიტო ნავთობ და გაზსადენების პოლიტიკის დარგში შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები შემდგომში საფუძვლად დაედო NATO-ს დაფინანსებით ნიდერლანდებში ინგლისურ ენაზე გამოცემულ წიგნს "ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება სატრანზიტო ქვეყნების გავლით". USAID-ის ენერგეტიკული პროგრამების ფარგლებში მომზადდა ნაშრომი "ბუნებრივი გაზის სექტორის სტრატეგია საქართველოსთვის (ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხები)".  არის 40-ზე მეტი გამოგონების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში გამოქვეყნებული 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.89-90; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2.- თბ., 2012.- გვ. 127

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემია, წევრი (1997-)
  • ნავთობის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სერტიფიკაციის სამეცნიერო საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: