Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ გოჩიტაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-ელექტრომექნიკოსის სპეციალობით 1969 წელს. 1969 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტში, სექტორის ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესორი; საქართველოს პარლამენტში, ექსპერტ-კონსულტანტი; შპს "ჯეოინჟინირინგში", დირექტორი; ენერგოეფექტურობის ცენტრში, სამეცნიერო კოორდინატორი; სს "თბილგაზში", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში, ექსპერტ-კონსულტანტი; საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, მრჩეველი, დირექტორი კომერციულ საკითხებში, სტრატეგიული განვითარებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეობდა TACS - ისა და OPET-ის, აშშ USAID-ის, UNDP-ის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებში. იყო ევროგაერთიანების თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ხელმძღვანელობდა მილსადენის ტრანსპორტირებასა და სედიმენტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოსა და საზღვარგარეთის რამდენიმე უმაღლესს სასწავლებელში. 2000 წელს მიწვეული იყო ჰიუსტონის (აშშ) უნივერსიტეტში, სადაც სატრანზიტო ნავთობ და გაზსადენების პოლიტიკის დარგში შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები შემდგომში საფუძვლად დაედო NATO-ს დაფინანსებით ნიდერლანდებში ინგლისურ ენაზე გამოცემულ წიგნს "ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება სატრანზიტო ქვეყნების გავლით". USAID-ის ენერგეტიკული პროგრამების ფარგლებში მომზადდა ნაშრომი "ბუნრბრივი გაზის სექტორის სტრატეგია საქართველოსთვის (ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხები)". არის 40-ზე მეტი გამოგონების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში გამოქვეყნებული 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.89-90 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |