შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1978 წელს; სწავლობდა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში - ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. იყო საინჟინრო გაზეთ "პროგრესის" კორესპონდენტი; 1991 წლიდან მუშაობს ჟურნალ "განთიადში"; ავტორია პოეტური კრებულებისა: "რეალობის პირისპირ" (1996), "ასი ლექსი პლუსით" (2018); არის რედაქტორ-გამომცემელი ერთდროული სალიტერატურო-შემეცნებითი ჟურნალებისა: "გალაკტიონი" (1991) და "ბორის გაპონოვი" (2014), ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალისა "მთაწმინდის პანთეონი" (1999, 2008, 2018); ბოლო გამოცემა ეძღვნება მთაწმინდის პანთეონის დაარსების 90 წლისთავს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.34
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |